понедельник, 1 апреля 2013 г.

31 მარტი- შეჯამება

ვისწავლე პროექტის მიზნის დასახვა,  ვისწავლე თუ რაოდენ სჭიროა პროექტის გაწერისათვის 1. ზოგადი შეკითხვა,  2.თემატური შეკითხვა და  3. შინაარსობლივი შეკითხვა.   მტელი პროექტის მსვლელობისას დაგეგმილი აქტივობები უნდა პასუხობდნენ ამ სამ ძირითად შეკითხვას.
ძალიან ბევრი და არაჩვეულებრივად დახვეწილი , პროექტის მიზანზე მორგებული რესურსები შევისწავლე, თვალსაჩინო მასალას გავეცანი და გადმომცეს კიდეც.   პროექტების ნიმუშები შესრულებულია მაღალ დონეზე.  ყველანაირი მოთხოვნა, რაც 21-ე საუკუნის მასწავლებელს უნდა ახასიათებდეს, ამ პროექტების შემქმნელებში არაჩვეულებრივადაა ჩადებული. 
მაინტერესებს რა დრო დასჭირდათ ამ უნარების დაუფლებისათვის?  მასწავლებლის ასეთი ფორმატით აზროვნება, ჩემი აზრით, ძალიან საფუძვლიან გადამზადებას მოითხოვს.
 იმედია , საქართველოს მასწავლებლები ანალოგიურ სატრენინგო მოდულებს გაივლიან ,რათა , ბოლოსდაბოლოს მივიღოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით გაჯარებული მასწავლებლები.
მადლობა ტრენერს ნინო ლაბარტყავას საინტერესო და მეტად საჭირო ტრენინგისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий