понедельник, 1 апреля 2013 г.

31 მარტი- შეჯამება

ვისწავლე პროექტის მიზნის დასახვა,  ვისწავლე თუ რაოდენ სჭიროა პროექტის გაწერისათვის 1. ზოგადი შეკითხვა,  2.თემატური შეკითხვა და  3. შინაარსობლივი შეკითხვა.   მტელი პროექტის მსვლელობისას დაგეგმილი აქტივობები უნდა პასუხობდნენ ამ სამ ძირითად შეკითხვას.
ძალიან ბევრი და არაჩვეულებრივად დახვეწილი , პროექტის მიზანზე მორგებული რესურსები შევისწავლე, თვალსაჩინო მასალას გავეცანი და გადმომცეს კიდეც.   პროექტების ნიმუშები შესრულებულია მაღალ დონეზე.  ყველანაირი მოთხოვნა, რაც 21-ე საუკუნის მასწავლებელს უნდა ახასიათებდეს, ამ პროექტების შემქმნელებში არაჩვეულებრივადაა ჩადებული. 
მაინტერესებს რა დრო დასჭირდათ ამ უნარების დაუფლებისათვის?  მასწავლებლის ასეთი ფორმატით აზროვნება, ჩემი აზრით, ძალიან საფუძვლიან გადამზადებას მოითხოვს.
 იმედია , საქართველოს მასწავლებლები ანალოგიურ სატრენინგო მოდულებს გაივლიან ,რათა , ბოლოსდაბოლოს მივიღოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით გაჯარებული მასწავლებლები.
მადლობა ტრენერს ნინო ლაბარტყავას საინტერესო და მეტად საჭირო ტრენინგისთვის.

30 მარტი- შეჯამება

რასაც მანამდე სასწავლო პროცესში დაგეგმილ პროექტს სახეს ვაძლევდი, მივხვდი რომ ეს არაა სრულყოფილი სახე პროექტისა.
 გავეცანი პროექტს "კონკია". შეისწავლე თუ როგორ გაიწერება სრულყოფილი პროექტი. აუცილებელია მოსწავლეები ჩავაბათ პროექტით გაწერილ კვლვებში, აქტივობებში, რაც მათ განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
უამრავი მექანიზმია საჭირო ,იმისათვის რომ სრულყოფილი პროექტი გაიწეროს...

пятница, 29 марта 2013 г.

29 მარტი-შეჯამება

1. გავეცანი Intel-ის ძირითად კურსს, რომელიც მოიცავს პროექტზე ორიენტირებულ სწავლებას
2.  გავეცანი პროექტის შაბლონს , მისი შევსების ტექნიკას.
3. ჩვენმა ჯგუფმა შექმნა პროექტი "მოძრაობის წესების გაცნობა"